ფიტნეს ცენტრი

ბიზნეს მოგზაურობასა ან შვებულებაში ყოფნის დროსაც გსურთ, გააგრძელოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი? მაშინ ლიფერენთის ფიტნეს ცენტრი გიწვევთ ყველა ენთუზიასტს, რომ უახლესი აღჭურვილობის მეშვეობით შეინარჩუნოთ ფორმა და იყოთ მუდამ ენერგიული. 

ქალაქის შთამბეჭდავი ხედი

სპორტ-დარბაზიდან გადაშლილი ულამაზესი ხედი გაგიმარტივებთ ვარჯიშის პროცესს. ევროპული სტანდარტის დარბაზი კი მყუდრო და კომფორტული ინტერიერით მაქსიმალურად დააკმაყოფილებს თქვენს ყველა მოთხოვნას. 

უახლესი ტექნოლოგიის აღჭურვილობა

ჩვენი ფიტნეს ცენტრი გთავაზობთ ტექნოჯიმის უახლეს სავარჯიშო აღჭურვილობას, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი ვიზიტი უფრო ღირებული გახადოთ და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიიღოთ.

მრავალფუნქციური პლატფორმა

ლიფერენთის ფიტნეს ცენტრში შეგიძლიათ როგორც კონვენციური ვარჯიშებით, ისე იოგასა და პილატესის საშუალებით დახვეწოთ სხეული და შეინარჩუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი.

იოგასა და პილატესის პროფესიონალი ტრენერები

სასტუმროს კონცეფციიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას, ჩვენი პროფესიონალი მასწავლებლები საუკეთესო ხარისხის მომსახურებას გაგიწევენ და თქვენზე მორგებული ვარჯიშებისა და სწორი კვების შერჩევაში დაგეხმარებიან.

24/7 წვდომა

ლიფერენთი თავის დამსვენებლებს უფასოდ გთავაზობთ სპორტ-დარბაზით სარგებლობას დღისა და ღამის განმავლობაში, ხოლო დღის პერიოდში გელით იოგასა და პილატესის დაუვიწყარი კლასები პროფესიონალ მასწავლებლებთან ერთად.

მეტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით დღესვე!