ორადგილიანი ნომერი

  • საუზმე :
    დამატებითი გადასახადი
  • ოთახის ზომა :
    23 კვ/მ
  • რაოდენობა :
    2 ზრდასრული
  • კეთილმოწყობილობა :
    სააბაზანო, გარდერობი, სმარტ-ტელევიზორი, კლიმატ-კონტროლის სისტემა, ტელეფონი, სეიფი, მინი ბარი, ელექტრო ჩაიდანი, აივანი ხედით, გარე ავეჯი

აქციეთ თქვენი ბიზნეს ვიზიტი ნაკლებად სტრესული!

ლიფერენთის ორადგილიანი ნომერი თავისი დიზაინით გპირდებათ საუკეთესო დროის გატარებას.

ტრადიციული ფრანგული სტილით გაწყობილი ოთახი სრულ კომფორტსა და ფუფუნებას მოგანიჭებთ. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ორი თანაბარი ზომის საწოლი, ფუმფულა ბალიშები და სახლის სიმყუდროვე.

სმარტ ტელევიზორი

თუ ბიზნეს შეხვედრიდან დაღლილი მობრძანდით, ან უბრალოდ არ გსურთ ქალაქის ხმაურიან ქუჩებში სიარული, განიტვირთეთ ჩვენს ნომერში და უყურეთ საყვარელ ფილმებსა თუ გადაცემებს სამსუნგის უახლეს სმარტ ტელევიზორში.

მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტი

თქვენს კომფორტზე ზრუნვა ჩვენი პირველი ამოცანაა, რაშიც დაგეხმარებათ მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტი, რომ დროულად შეასრულოთ ყველა თქვენი ბიზნეს დავალება და იყოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი.

აბაზანა

ლიფერენთის აბაზანა ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი, რათა დამღლელი დღის შემდეგ სრულად განიტვირთოთ. ამაში დაგეხმარებათ პრემიუმ ხარისხის თმისა და ტანის მოვლის საშუალებები და აბაზანის მდიდრული გარემო.

კონდიცირების სისტემა

ჩვენი სასტუმროს კონდიცირების სისტემა დაგეხმარებათ ზაფხულის ცხელი დღეების გრილად გატარებაში, ხოლო ზამთრის სუსხიან დღეებში სითბოსა და სიმყუდროვეს გაჩუქებთ.

დალაგების სერვისი

ჩვენი დასუფთავების თანამშრომლები ყოველთვის მზად არიან იზრუნონ თქვენს სუფთა გარემოზე. ერთი ზარის განხორციელებით შეძლებთ მოითხოვოთ სასურველი მომსახურება.

ფართო აივანი

ლიფერენთის აივნიდან გადაგეშლებათ  კუს ტბისა და მთაწმინდის საოცარი ხედები. თუ ბიზნეს ვიზიტზე იმყოფებით და ქალაქი ჯერ არ დაგითვალიერებიათ, პირველი შთაბეჭდილება ადვილად შეგექმნებათ ჩვენი აივნის ხედიდან.

დაჯავშნეთ ჩვენი ორადგილიანი ნომერი აქ!

შეფასება
ასე აფასებენ სტუმრები ჩვენს ნომერს
მთლიანობაში
87%
სისუფთავე
94%
ადგილმდებარეობა
90%
ხედი
88%
სერვისები
98%