საოჯახო ნომერი

  • საუზმე :
    დამატებითი გადასახადი
  • ოთახის ზომა :
    37 კვ/მ
  • რაოდენობა :
    2 ზრდასრული + 2 ბავშვი
  • კეთილმოწყობილობა :
    დივანი, სააბაზანო, გარდერობი, სმარტ-ტელევიზორი, კლიმატ-კონტროლის სისტემა, ტელეფონი, სეიფი, მინი ბარი, ელექტრო ჩაიდანი, აივანი ხედით, გარე ავეჯი

ჩვენი ნომერი კომფორტზე, სივრცესა და პირადულობაზე მეტყველებს!

ლიფერენტი იწვევს ყველა ოჯახს თავისუფალი დროის გასატარებლად ტრადიციულ საოჯახო ნომერში, რომელიც მდიდრული ფრანგული სტილისა და თანამედროვე სტანდარტების ელემენტებს აერთიანებს. 

შარმი და ხიბლი უბრალოებაშია, რაშიც ამ ნომერზე უკეთ არაფერი დაგარწმუნებთ. როგორც კი ოთახის ინტერიერს იხილავთ, მაშინვე პარიზი გაგახსენდებათ!

ოთახი მოიცავს მდოგვისფერ საწოლს, რბილ დივანს, სკამებს, მაგიდასა და თაროებს. დახვეწილი და სუფთა ავეჯი მას უფრო ვრცელს ხდის, ხოლო ჭერის, კედლებისა და იატაკის დეტალები გამორჩეულ იერს სძენს. განსაკუთრებული სიმშვიდის შეგრძნებას გიჩენთ ოთახის განათება.

საოჯახო ნომერი ის ადგილია, სადაც თქვენი შვილები თავისუფლად ითამაშებენ, ანიმაციურ ფილმებს უყურებენ, თქვენ კი მშვიდად იმუშავებთ ან დაისვენებთ.

კონდიცირების სისტემის მქონე საცხოვრებელი

ჩვენი კონდიცირების სისტემა მოგიხსნით დაღლილობის შეგრძნებას და თავს სახლში გაგრძნობინებთ. თბილისის დათვალიერების შემდეგ, თქვენ გეძლევათ საშუალება ჩვენს გრილ ნომერში განიტვირთოთ და სასიამოვნოდ გაატაროთ დრო.

განიერი აივანი

ქალაქის პანორამული ხედი ჩვენი აივნიდან თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს, კომფორტთან ერთად შეიგრძნობთ ქალაქის თვისებებსა და გამორჩეულობას. მოხიბლული დარჩებით ჩვენი უნიკალური მარაოს ფორმის სკამებითა და ამოტრიალებული ღვინის ჭიქის ფორმის მაგიდით, სადაც შეგეძლებათ დააგემოვნოთ თქვენი საყვარელი სასმელი და დატკბეთ მზის სხივებით.

საბარათე ჩამკეტი სისტემა

ევროპული სტანდარტების მქონე ჩამკეტი სისტემა უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას, რაც ლიფერენთის გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

უფასო უსადენო ინტერნეტი

თქვენი ყველანაირი კომფორტისთვის, ლიფერენთი გთავაზობთ უფასო უსადენო ინტერნეტს, რათა თავისუფალი დრო უფრო დაუვიწყარი და ხალისიანი გახადოთ.

მდიდრულად გაწყობილი აბაზანები

ჩვენი აბაზანა ფუფუნებასა და სრულ კომფორტზე მეტყველებს, სადაც დაგხვდებათ მაღალი ხარისხის თმისა და ტანის მოვლის საშუალებები, ახალი პირსახოცები და ხალათები.

ჩვენი საოჯახო ნომრის ყველა მახასიათებელი მაღალი ხარისხის მაჩვენებელია და მიუთითებს ევროპული სტანდარტებით შექმნილ გარემოზე, რომელშიც თავდაუზოგავი შრომაა ჩადებული.

აირჩიეთ ჩვენი საოჯახო ნომერი და გახადეთ თქვენი თბილისური გამოცდილება დაუვიწყარი!

შეფასება
ასე აფასებენ სტუმრები ჩვენს ნომერს
მთლიანობაში
87%
სისუფთავე
94%
ადგილმდებარეობა
90%
ხედი
88%
სერვისები
98%

Notice: ob_end_flush(): failed to send buffer of zlib output compression (0) in /home/lifferen/public_html/wp-includes/functions.php on line 4344