ორადგილიანი ნომერი 1

  • საუზმე :
    დამატებითი გადასახადი
  • ოთახის ზომა :
    17 კვ/მ
  • რაოდენობა :
    2 ზრდასრული
  • კეთილმოწყობილობა :
    სააბაზანო, გარდერობი, სმარტ-ტელევიზორი, კლიმატ-კონტროლის სისტემა, ტელეფონი, სეიფი, მინი ბარი, ელექტრო ჩაიდანი, აივანი ხედით, გარე ავეჯი

ისეთ ნომერს ეძებთ, სადაც უბრალოება და ფუფუნება ერთად იქნება თავმოყრილი? მაშინ სწორედ ჩვენს ორადგილიან ნომერში უნდა დაბინავდეთ. 

მე-10 სართულის კუთხეში განთავსებული ეს ნომერი გთავაზობთ ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის ნაზავს, სადაც ერთდროულად დიდ ფუფუნებასა და სახლის სიმყუდროვეს შეხვდებით.

თანამედროვე სტილის ავეჯი

ეს ნომერი სრულად მოწყობილია თანამედროვე დიზაინის ავეჯით, რომელსაც ნათელ ფერს მატებს ოთახის საუცხოო განათება.

სმარტ ტელევიზორი

თქვენს პარტნიორთან ან მეგობართან ერთად შეგიძლიათ ჩართოთ საყვარელი ფილმი ან გადაცემა ჩვენს უახლეს სმარტ ტელევიზორში და დრო ხალისიანად გაატაროთ.

მინიბარი

ნომრიდან გაუსვლელად გაქვთ საშუალება შეარჩიოთ სასურველი სასმელი მინიბარიდან, მოკალათდეთ ჩვენს აივანზე ან ტელევიზორის წინ, და საინტერესო საღამო მოიწყოთ.

სახურავზე განთავსებული აუზი

თბილისის მონახულების შემდეგ, შეგიძლიათ ჩვენს დიდებულ აუზში გაცუროთ და დაღლილობის შეგრძნება მოიხსნათ.

სეიფი

ჩვენი ორადგილიანი ნომერი როგორც თქვენს კომფორტზე, ისე უსაფრთხოებაზეც ზრუნავს, რაშიც ნომერში განთავსებული სეიფი დაგეხმარებათ.

აბაზანა

ლიფერენთის მდიდრული აბაზანა თქვენს ყველა მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს, სადაც დაგხვდებათ თმის საშრობი, ტანისა და თმის მოვლის საშუალებები და ახალი პირსახოცები.

საუზმე 

გიოცნებიათ სასტუმროს ნომერში მორთმეულ საუზმეზე?

ლიფერენთი ამ ოცნებას აგიხდენთ ჩვენი გემრიელი საუზმით და თქვენს დილას უფრო მშვენიერსა და კომფორტულს გახდის.

დაჯავშნეთ ჩვენი ორადგილიანი ნომერი აქ!

შეფასება
ასე აფასებენ სტუმრები ჩვენს ნომერს
მთლიანობაში
87%
სისუფთავე
94%
ადგილმდებარეობა
90%
ხედი
88%
სერვისები
98%

Notice: ob_end_flush(): failed to send buffer of zlib output compression (0) in /home/lifferen/public_html/wp-includes/functions.php on line 4344