ჩვენ შესახებ

ბუტიკური ტიპის სასტუმრო, რომელიც პირველ ადგილზე თქვენს კომფორტსა და ფუფუნებას აყენებს!

სასტუმრო და სპა ლიფერენთი, პროფესიონალთა გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის მომსახურებას და დაუვიწყარ გარემოში მოგზაურობას. ჩვენი დევიზია სტუმრებს მოვემსახუროთ ზუსტად ისე, როგორც გვინდა, რომ ჩვენ მოგვემსახურონ.

ინოვაციური და თანამედროვე, მომხმარებელზე ფოკუსირებული ბიზნეს მოდელით ლიფერენთი უნიკალურ სერვისებს გთავაზობთ ქართულ ბაზარზე.

ჩვენი სასტუმრო გამორჩეულია მაღალი სტანდარტებით, სწორად წამოყენებული პრიორიტეტებით, კომფორტული და მყუდრო გარემოთი. პრესტიჟული სამეზობლოს შუაგულში მოთავსებული ლიფერენთი ქალაქის თვალისმომჭრელ ხედებსა და უნაკლო გარემოში გამოგზაურებთ.

უბანი, სადაც ჩვენი სასტუმრო მდებარეობს, ცნობილია განსაკუთრებული დაგეგმარებით, სახელგანთქმული რესტორნებითა და მსოფლიოს ცნობილი ბრენდების მაღაზიებით. 

ჩვენი წარმატების გარანტი კმაყოფილი სტუმრების მზარდი რაოდენობაა!

სასიამოვნო ვიზიტს გისურვებთ ლიფერენთში!

ჩვენი მისია

ჩვენი სასტუმრო ამაყობს მაღალი ხარისხის სერვისებით, რომელთა მეშვეობით ვუზრუნველყოფთ ჩვენი მომხმარებლების კეთილდღეობას. მიზნად ვისახავთ ცხოვრების სტილის უნიკალური პროგრამების განვითარებას ყველასთვის, ვისაც სურს ჯანსაღი ცხოვრების წესით ისიამოვნოს.

ჩვენი საუცხოო ინტერიერი და არაჩვეულებრივი სერვისები სწორედ ის არის, რაც საუკეთესო გამოცდილებას მოგანიჭებთ როგორც ბიზნეს მოგზაურობის დროს, ისე გასართობი ვიზიტისას.

ჩვენი ხედვა

ჩვენ ვისწრაფვით რეგიონული და გლობალური აღიარებისკენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურად მმართველი ჯგუფის, მომსახურების დონისა და ყველა პირობის გათვალისწინებით.

მოემზადეთ დაუვიწყარი გამოცდილების მისაღებად ბუტიკური ტიპის სასტუმროში!

დაგვიკავშირდით ახლავე!

 


Notice: ob_end_flush(): failed to send buffer of zlib output compression (0) in /home/lifferen/public_html/wp-includes/functions.php on line 4344