სასტუმროს შესახებ

ბუტიკური ტიპის სასტუმრო, რომელიც პირველ ადგილზე თქვენს კომფორტსა და ფუფუნებას აყენებს!

სასტუმრო და სპა ლიფერენთი, პროფესიონალთა გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის მომსახურებას და დაუვიწყარ გარემოში მოგზაურობას. ჩვენი დევიზია სტუმრებს მოვემსახუროთ ზუსტად ისე, როგორც გვინდა, რომ ჩვენ მოგვემსახურონ.

ინოვაციური და თანამედროვე, მომხმარებელზე ფოკუსირებული ბიზნეს მოდელით ლიფერენთი უნიკალურ სერვისებს გთავაზობთ ქართულ ბაზარზე.

ჩვენი სასტუმრო გამორჩეულია მაღალი სტანდარტებით, სწორად წამოყენებული პრიორიტეტებით, კომფორტული და მყუდრო გარემოთი. პრესტიჟული სამეზობლოს შუაგულში მოთავსებული ლიფერენთი ქალაქის თვალისმომჭრელ ხედებსა და უნაკლო გარემოში გამოგზაურებთ.

ჩვენ შესახებ
მთავარი

სასტუმრო & სპა ლიფერენთი ადგილი, სადაც განსხვავებულად შეგიძლიათ იცხოვროთ!

აღმოსავლეთ საქართველოს შუაგულში, თბილისის ცენტრში მდებარე ლიფერენთი სამეფო ცხოვრების სტილს განასახიერებს. სასტუმრო აღჭურვილია ყველაფრით, რაც დამსვენებელს დიდ კომფორტს შეუქმნის. მდიდრული ავეჯით გაწყობილი ნომრები, ღია ცის ქვეშ განთავსებული საცურაო აუზი, სპა და სპორტ-დარბაზი მომხმარებელს განსაკუთრებულ გარემოს.

გთავაზობთ ვირტუალურ ტურს ჩვენს სასტუმროში!

დელუქს საცხოვრებლები

ჩვენი ბუტიკური ტიპის სასტუმროს ექვსივე ნომერი დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა. მყუდრო და უსაფრთხო გარემო კი თქვენი პირადი სივრცის მაქსიმალური დაცვისა და კომფორტის გარანტია.

დიდებული საოჯახო ნომერი, ორადგილიანი ნომრები, დელუქს ორადგილიანი ნომერი და მაღალი კატეგორიის ორადგილიანი ნომერი – რომელია თქვენთვის სასურველი ადგილი?

დელუქს საცხოვრებლები
მდიდრული აბაზანები

მდიდრული აბაზანები

სასტუმროს ევროპული სტილის აბაზანები თვალს მოგჭრით საუცხოო დიზაინით, თქვენთვის განკუთვნილი თეთრი პირსახოცები, ხალათები და აბაზანის ჩუსტები კი დასასვენებელ განწყობას შეგიქმნით. 

ღია ცის ქვეშ განთავსებული საცურაო აუზი

გიწვევთ ჩვენს საცურაო აუზზე, სადაც შეგიძლიათ დილაობით დაკავდეთ აკვა-აერობიკით, ვარჯიშის შემდეგ გაირუჯოთ და ძილის წინ სარელაქსაციო ცურვით დატკბეთ. 

ღია ცის ქვეშ განთავსებული საცურაო აუზი
ხელსაყრელი სერვისები

ხელსაყრელი სერვისები

თქვენი კომფორტისთვის გთავაზობთ უფასო ინტერნეტსა და დასუფთავების ბრწყინვალე სერვისს. ყავითა და ჩაით მომსახურების გარდა, შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენს ნომერში მოთავსებული მინი ბარით და სასურველი სასმელი შეარჩიოთ.

სპას გამაახალგაზრდავებელი სერვისები

თქვენ საშუალება გაქვთ თბილისური თავგადასავლები უფრო დაუვიწყარი გახადოთ ჩვენი სპა პროცედურებით, რაშიც დაგეხმარებათ ჩვენი მასაჟის მრავალფეროვანი არჩევანი , კორეული ბრენდის პრემიუმ ხარისხის კოსმეტიკა და სახის სხვადასხვა თერაპია. ლიფერენთი ის ადგილია, რომელიც უფრო გაჯანსაღებულს, გაახალგაზრდავებულსა და მშვენიერს გაგხდით, ვიდრე ახლა ხართ!

სპას გამაახალგაზრდავებელი სერვისები

პაკეტები

VIP პაკეტი
1495 ₾
  • ერთთვიანი აბონიმენტი
  • ღია საცურაო აუზი
  • 12 პერსონალური იოგას გაკვეთილი
  • 1 კოსმეტიკური პროცედურა (სახის წმენდა)
  • ორშაბათი-კვირა, 08:00 – 20:00
  • 30-წუთიანი ორი სარელაქსაციო მასაჟი
Select
ულიმიტო პაკეტი 3
750 ₾
  • ერთთვიანი პაკეტი
  • ღია საცურაო აუზი
  • 12 იოგას გაკვეთილი
  • სპორტ-დარბაზი
  • ორშაბათი-კვირა, 08:00 – 20:00
  • 30-წუთიანი სარელაქსაციო მასაჟი
Select
ულიმიტო პაკეტი 2
650 ₾
  • ერთთვიანი აბონიმენტი
  • ღია საცურაო აუზი
  • 12 იოგას გაკვეთილი
  • ორშაბათი-კვირა, 08:00 – 20:00
  • 30-წუთიანი სარელაქსაციო მასაჟი
Select
ულიმიტო პაკეტი 1
595 ₾
  • ერთთვიანი აბონიმენტი
  • ღია საცურაო აუზი
  • სპორტ-დარბაზი
  • ორშაბათი-კვირა, 08:00 – 20:00
  • 30-წუთიანი სარელაქსაციო მასაჟი
Select
ლიმიტირებული პაკეტი
550 ₾
  • ერთთვიანი აბონიმენტი
  • 12 ვიზიტი ღია აუზზე
  • 12 იოგას გაკვეთილი
  • -
  • -
Select