ორადგილიანი ნომერი, დე ლუქსი
-
საუზმე :დამატებითი გადასახადი
-
ოთახის ზომა :25 კვ/მ
-
რაოდენობა :2 ზრდასრული
-
კეთილმოწყობილობა :სააბაზანო, გარდერობი, სმარტ-ტელევიზორი, კლიმატ-კონტროლის სისტემა, ტელეფონი, სეიფი, მინი ბარი, ელექტრო ჩაიდანი, აივანი ხედით, გარე ავეჯი
თბილისის გულში განთავსებული სასტუმრო ლიფერენთის დე ლუქს ნომერი იწვევს ყველა სტუმარს მდიდრულ გარემოში დასასვენებლად. თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული გარემო ყველა სტუმარს განსაკუთრებულ კომფორტს, სიმყუდროვესა და პრივატულობის შეგრძნებას მოგანიჭებთ.
თუ გსურთ თქვენი რომანტიული მოგზაურობა ან შვებულება დაუვიწყარი გახადოთ, ჩვენი დე ლუქს ნომერი სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ.
ქინგ-ზომის საწოლი
ჩვენი საწოლი გამოირჩევა სუპერ სირბილითა და კომფორტით, სადაც შეძლებთ დამღლელი დღის შემდეგ სრულ განტვირთვას, დილით კი მასთან განშორება გაგიჭირდებათ.
დიდებული აბაზანა
სამეფო შეგრძნებებს მოგანიჭებთ ჩვენი აბაზანა, სადაც დაგხვდებათ ახალი პირსახოცები, ჩუსტები, თმის, სახისა და ტანის მოვლის საშუალებები, რომელთა გამოყენების შემდეგ თავს საოცრად ლაღად და გაჯანსაღებულად იგრძნობთ.
განათება
ჩვენი ნომერი აღჭურვილია განათების თანამედროვე მოწყობილობებით, რომლებიც ოთახს საოცრად ნათელსა და მყუდროს ხდის.
კარის ჩამკეტი სისტემა
ჩვენი გუნდი ყოველთვის თქვენს უსაფრთხოებასა და პრივატულობაზე ზრუნავს. კარის საბარათე ჩამკეტი სისტემის მეშვეობით, გეძლევათ საშუალება მშვიდად გაატაროთ დრო მეგობართან ან კოლეგასთან ერთად ჩვენს დე ლუქს ნომერში.
განიერი აივანი
თუ დღის გატარებას სასტუმროს ნომერში გადაწყვეტთ, ჩვენს აივანზე შეძლებთ მზის სხივებითა და ქალაქის ხედით ტკბობას ჭიქა ყავასთან ან სხვა საყვარელ სასმელთან ერთად.
საუკეთესო ადგილს ეძებთ, სადაც თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდით?