ორადგილიანი ნომერი, მაღალი კატეგორია

  • საუზმე :
    დამატებითი გადასახადი
  • ოთახის ზომა :
    28 კვ/მ
  • რაოდენობა :
    2 ზრდასრული + 2 ბავშვი
  • კეთილმოწყობილობა :
    დივანი, სააბაზანო, გარდერობი, სმარტ-ტელევიზორი, კლიმატ-კონტროლის სისტემა, ტელეფონი, სეიფი, მინი ბარი, ელექტრო ჩაიდანი, აივანი ხედით, გარე ავეჯი

ჩვენი მაღალი კატეგორიის ნომერი კომფორტულ და ელეგანტურ საცხოვრებელს სთავაზობს პატარა ოჯახებს, ბიზნეს კოლეგებსა თუ მეგობრებს. 

თბილისის პრესტიჟულ უბანში მდებარე ლიფერენთში, შეძლებთ თქვენი ძვირფასი დროის ფუფუნებაში გატარებას. დიდი დივნითა და ქინგ-ზომის საწოლით გაწყობილ ოთახში ისეთი გრძნობა დაგეუფლებათ, თითქოს დე ლუქს კურორტზე ისვენებთ.

თანამედროვე ქინგ-ზომის საწოლი

არ აქვს მნიშვნელობა შვებულებაში იმყოფებით მეგობრებთან ერთად, თუ ბიზნეს მოგზაურობაში კოლეგასთან ერთად, ჩვენს სასტუმრო თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. თანამედროვე ქინგ-ზომის საწოლი თქვენს ძილსა და დასვენებას კიდევ უფრო ტკბილსა და სასიამოვნოს გახდის.

კომფორტული დივანი

ჩვენი მუქი ლურჯი დივანი არის ის ადგილი, სადაც  შეგიძლიათ მოკალათდეთ და საყვარელ ფილმს ან გადაცემას უყუროთ, ან წიგნის კითხვით დაკავდეთ, მოიხსნათ დაღლილობა და სრული კომფორტი შეიგრძნოთ.

მოდური ავეჯი

ფრანგული სტილის ავეჯი და თანამედროვე განათება ჩვენი მაღალი კატეგორიის ნომერს შეუდარებელს ხდის. შესვლისთანავე მოიხიბლებით ოთახის ფერთა გამით და მდიდრული დიზაინით.

კარის ჩამკეტი სისტემა

თქვენი უსაფრთხოება და პრივატულობა ჩვენი უპირველესი ამოცანაა, შესაბამისად გთავაზობთ კარის საბარათე ჩამკეტ სისტემას, რათა მშვიდად გაატაროთ თქვენი მოგზაურობა და ვიზიტი ჩვენს სასტუმროში.

მდიდრული აბაზანა

ჩვენი აბაზანა კომფორტთან და სისუფთავესთან ერთად, მაღალი ხარისხის სხეულისა და თმის მოვლის პროდუქტებსაც გთავაზობთ, რაც კიდევ უფრო მეტად გაგაახალგაზრდავებთ და გაგაჯანსაღებთ.

განიერი აივანი

გსურთ დილისა თუ საღამოს მშვიდად გატარება და ქალაქის ხედებით ტკბობა? ჩვენი აივანი დაუვიწყარ ხედს გადაგიშლით და ჭიქა ღვინოსთან, ან თქვენს სხვა ფავორიტ სასმელთან ერთად განსაკუთრებულ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. 

ჩვენთან სასტუმროდან გასვლის გარეშეც შეგიძლიათ ქალაქის ფუსფუსი და ამავდროულად სიმშვიდე შეიგრძნოთ, გაერთოთ მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად და დრო საუკეთესოდ გაატაროთ!

შეფასება
ასე აფასებენ სტუმრები ჩვენს ნომერს
მთლიანობაში
87%
სისუფთავე
94%
ადგილმდებარეობა
90%
ხედი
88%
სერვისები
98%

Notice: ob_end_flush(): failed to send buffer of zlib output compression (0) in /home/lifferen/public_html/wp-includes/functions.php on line 4344