კოსმეტოლოგია

ლიფერენთ ბრენდ მოვლა - ოქროს რიტუალი
ფასი:
240 ₾
ლიფერენთ ბრენდ მოვლა - ოქროს რიტუალი
ფასი:
240 ₾

შექმნილია იმისათვის, რომ კანს დაუბრუნოს ბუნებრივი და ახალგაზრდული იერი ყოველგვარი ინექციების და ქირურგიული ჩარევის გარეშე. ასაკსაწინააღმდეგო მოვლის მთავარ და უნიკალურ კომპონენტებს წარმოადგენს ოქრო და მისი ნაწილაკები, რაც ასუფთავებს კანს ტოქსინებისგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ეპიდერმისის უჯრედოვან გააქტიურებას, ანელებს დაბერების პროცესს და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას. ასევე პროცედურა ითვალისწინებს სახისა და ყელის არეს RF ლიფტინგის პროცედურას და თვალების ირგვლივ ზონის მეზოთერაპიას. 

აღმდგენი და დამაბალანსებელი პროცედურა ქოქოსის ექსტრაქტით
ფასი:
160 ₾
აღმდგენი და დამაბალანსებელი პროცედურა ქოქოსის ექსტრაქტით
ფასი:
160 ₾

პროცედურა ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციას, ამცირებს ნაოჭების სიღრმეს, არეგულირებს კანის PH ბალანსს, ამკვრივებს კანს და ხდის ელასტიურს, ასევე ათანაბრებს კანის ფერს. ამაღლებს იმუნიტეტს უჯრედულ დონეზე, აუმჯობესებს მგრძნობიარე და გამომშრალი კანის მდგომარეობას. პროცედურა ტარდება უნემსო მეზოთერაპიის აპარატით, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას და სახის ღრმა დატენიანებას.

ასაკსაწინააღმდეგო პროცედურა ღეროვანი უჯრედების შემცველი პროდუქტების გამოყენებით
ფასი:
180 ₾
ასაკსაწინააღმდეგო პროცედურა ღეროვანი უჯრედების შემცველი პროდუქტების გამოყენებით
ფასი:
180 ₾

აღადგენს და აახალგაზრდავებს კანს, ათანაბრებს და აუმჯობესებს კანის ფერს, ავსებს ნაოჭებს. მცენარეული პლაცენტას და ბარდის პროტეინების მულტი შრის ლიპოსომის კაფსულები კანის ღრმა შრეებში აქტიური ნივთიერებების მიწოდებას ეხმარება. ამის შედეგად ეფექტი შესამჩნევია პირველივე პროცედურის შემდეგ. ავსებს ნაოჭებს და ამკვრივებს კანს. პროცედურა ითვალისწინებს სახის, ყელისა და დეკოლტე ზონის კრიოლიფტინგს და თვალების ირგვლივ ზონის მეზოთერაპიას ნაოჭების შემავსებელი შრატით.

სახის პროცედურა მამაკაცებისთვის
ფასი:
160 ₾
სახის პროცედურა მამაკაცებისთვის
ფასი:
160 ₾

ზედაპირული წმენდა, ზედმეტი ცხიმიანობის აღმოფხვრა, ნაოჭების შემცირება, დატენიანება და მოშვებული კანის გამკვრივება უმაღლესი ხარისხის კორეული პროფესიონალური ბრენდის Arocosmetics-ის პროდუქციის გამოყენებით. პროცედურა ტარდება RF ლიფტინგის აპარატით. რადიოტალღის ენერგია ათბობს ქსოვილს და ასტიმულირებს საკუთარი კოლაგენისა და ელასტინგის გამომუშავებას. 

წმენდა და დატენიანება
ფასი:
140 ₾
წმენდა და დატენიანება
ფასი:
140 ₾

პროცედურა ითვალისწინებს სახის წმენდას, მკვდარი უჯრედების და შავი წერტილების მოშორებას, დატენიანებას და წყალმცენარეების ნიღაბს, რომელიც იდეალურად ასუფთავებს კანს, აშორებს ზედმეტ ცხიმიანობას და არეგულირებს ჯირკვლების მუშაობას. აქვს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებას.

პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო პროცედურა
ფასი:
150 ₾
პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო პროცედურა
ფასი:
150 ₾

პროცედურა ითვალისწინებს სახის დემაკიაჟს, პილინგს ხილის მჟავებით, უნემსო მეზოთერაპიას, კორეული პროფესიული ბრენდის “Ronas” პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო და გამასხივოსნებელი შრატით, რომელიც ათანაბრებს კანის ფერს, სძენს უჯრედს სიცოცხლისუნარიანობას. დამატენიანებელი ნიღაბი წყალმცენარეებითა და ბროწეულის ექსტრაქტით, რომელსაც გააჩნია ლიფტინგ ეფექტი, კვებავს და ამდიდრებს კანს ჟანგბადით, გამოჰყავს ტოქსინები, ამცირებს ნაოჭებს და ამკვრივებს კანს.

მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და სურს, მრავალფეროვანი კოსმეტოლოგიური პროცედურებით სხეულის გაჯანსაღება, ლიფერენთი სწორედ ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად შეძლებთ კორეული პრემიუმ ბრენდის ,,რონასის’’ პროდუქციის საკუთარ თავზე გამოცდას, რაც თქვენს კანს საოცარ ბრწინვალებასა და ეფექტურობას შესძენს.

მოემზადეთ დაუვიწყარი თერაპიისთვის!

მრავალფეროვანი სერვისები

ჩვენს სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კოსმეტოლოგიური სერვისი, რათა თქვენი კანი უფრო ჯანსაღი და უნაკლო გავხადოთ. თითოეული პროცედურის ჩატარების შემდეგ, თქვენი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.

ჩვენი კოსმეტოლოგიური ცენტრი ის ადგილია, სადაც გრძელი ბიზნეს შეხვედრისა ან თბილისში დამღლელი ექსპედიციის შემდეგ, სრული განტვირთვა გელოდებათ.

პროფესიონალი თერაპევტები

ჩვენი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კოსმეტოლოგები და მასაჟის სპეციალისტები  საუკეთესო ხარისხის პროცედურებს ჩაგიტარებენ, თქვენს სხეულს კი სრულ განტვირთვას მიანიჭებენ სწორი ტექნიკის გამოყენებით.

შთამბეჭდავი ატმოსფერო

კომფორტული ავეჯითა და თანამედროვე დეტალებით გაწყობილი გარემო თქვენს ვიზიტს უფრო ღირებულსა და დასამახსოვრებელს გახდის, ახალი ყვავილების სურნელი, სანთლების სითბო და მკრთალი შუქი ყველანაირ სტრესს გაგიფანტავთ.

კოსმეტოლოგიურ სერვისებზე დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით დღესვე.