აუზი

ქალაქის მონახულებისა ან ბიზნეს შეხვედრების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გამაჯანსაღებელი ცურვით დაკავდეთ ლიფერენთის ღია საცურაო აუზში, რომელიც შენობის სახურავზეა განთავსებული და თბილისის ქუჩებს გადმოჰყურებს. ეს ის ადგილია, საიდანაც გადაგეშლებათ საოცარი პანორამული ხედები და მოიწყობთ სრულ რელაქსაციას.

შეიგრძენით აუზის გრილი წყლის ფუფუნება საყვარელ კოქტეილთან ერთად 

ჩვენი აუზი პრივატულობის, კომფორტისა და ექსტრავაგანტულობის ოაზისს წარმოადგენს, რაც თავს შორეულ კუნძულზე გაგრძნობინებთ. დღისა თუ საღამოს პერიოდში, თბილისის ხედებთან ერთად შეძლებთ სხეულისა და გონების მოდუნებასა და გაჯანსაღებას.

ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ფონზე კი, მოგეცემათ საშუალება სასიამოვნო სადილი დააგემოვნოთ და საყვარელი სასმლით ისიამოვნოთ.

თავგადასავლების მაძიებლებიდან დაწყებული, სიმშვიდის მოყვარული ადამიანებით დამთავრებული, ჩვენი ევროპული სტილის აუზი ყველა თქვენგანზეა გათვლილი

კომფორტული შეზლონგები

ცურვის შემდეგ, შეგიძლიათ მოკალათდეთ ჩვენს თანამედროვე სტილის შეზლონგზე და გაირუჯოთ, ან უბრალოდ დაისვენოთ და თბილისის საოცარი ხედების ყურებით დატკბეთ.

გამოსაცვლელი ოთახები

სტუმრის მაქსიმალური კომფორტისა და მოხერხებულობისთვის, ლიფერენთი გთავაზობთ გამოსაცვლელ სივრცეს მე-11 სართულზე, თავისი ინდივიდუალური საშხაპეებითა და ლოქერებით. თუ დროში ხართ შეზღუდული, შეგიძლიათ აუზზე განთავსებული შხაპის გადასავლებით ისარგებლოთ.

მზად ხართ დაუვიწყარი გამოცდილების მისაღებად?

გვეწვიეთ ჩვენს ღია საცურაო აუზზე და ისიამოვნეთ როგორც თბილისის პანორამული ხედებით, ისე სარელაქსაციო ცურვითა და მზის სხივებით.