21-ე საუკუნის თბილისი განსხვავებული ტემპით, ცხოვრების რიტმითა და დაძაბული სამუშაო გრაფიკით ხასიათდება. თითქმის ყველანაირი სამსახურის გარემო სტრესულია, ყველა ქალი – მულტიფუნქციური. რთულია ამ რეჟიმში მუდამ სასურველ ფიზიკურ ფორმაში იყო და იდეალურად გამოიყურებოდე. თუმცა, მხოლოდ ვიზუალური მხარე და კარგად ჩაცმა არ შველის ადამიანს, თუ მას გადაღლილი სახე და უსიცოცხლო, მოშვებული სხეული აქვს.
თბილისის ცენტრში, ვაკეში, ჭავჭავაძის 29 ნომერში გაიხსნა ახალი, სრულიად უნიკალური მრავალფუნქციური ობიექტი – ,,სასტუმრო და სპა ლიფერენთი“, რომელიც მომხმარებელს უამრავი სიახლითა და მრავალფეროვანი შეთავაზებით ანებივრებს. მოგეხსენებათ, კორეას კოსმეტიკური კუთხით უძველესი ისტორია და გამოცდილება აქვს. დღესდღეობით კი, სამხრეთ კორეას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოს კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. ,,სასტუმრო და სპა ლიფერენთი“ ერთადერთი ობიექტია, რომელმაც უდიდესი ნდობა უკვე მოიპოვა – ექსკლუზიურად მან შემოიყვანა კორეული პრემიუმ ბრენდები საქართველოში. მათი უნიკალური პროდუქტების გამოყენებით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა გამოსცადოს სახის მოვლის ისეთი პროცედურები, როგორიცაა ,,ლიფერენ ოქროს რიტუალი“, რომლის დროსაც ხდება სახის სიღრმისეული მოვლა RF-აპარატის გამოყენებით, თვალის ირგვლივ ზონის მეზოთერაპია; ,,ქოქოსის ხაზი“, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევამციროთ ნაოჭების სიღრმე, დიდი ხნით დავატენიანოთ სახის კანი და დავარეგულიროთ PH-ბალანსი.
,,ასაკსაწინააღმდეგო პროცედურა“ ღეროვანი უჯრედების შემცველ პროდუქტებს იყენებს და კანის ყველაზე ღრმა შრეებს აწვდის აქტიურ ნივთიერებებს – ავსებს ნაოჭებს, ახდენს სახისა და დეკოლტეს ზონის კრიოლიფტინგს. აღსანიშნავია ის, რომ ამ თერაპიამ ჩაანაცვლა ბიორევიტალიზაციის პროცედურა. ყველაზე უნიკალური კი ის არის, რომ აღნიშნული პრემიუმბრენდის ხაზი საშუალებას იძლევა, ყოველგვარი ინექციისა და სახის დამატებითი დაზიანების გარეშე, შეაჩეროთ დაბერების პროცესი.
ლიფერენთის ,,ჯადოსნური სპა“ – ასე მოიხსენიებენ ადგილს, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა, ექსკლუზიურად გამოსცადოს კორეული ზეთებისა და ეთერზეთების ხაზი, რაც აბსოლუტურად ახალი პროდუქტია ქართულ ბაზარზე და უნიკალური ფუნქციებით ხასიათდება.
,,სასტუმრო და სპა ლიფერენთის’’ განსხვავებული ფიტნეს ცენტრი აქვს, რომელიც უმაღლესი ხარისხის ,,ტექნო ჯიმის’’ ტრენაჟორებითაა აღჭურვილი. მულტიფუნქციური ობიექტი მოქნილი სავარჯიშო პროგრამით გამოირჩევა: თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ რამდენიმე და სხვადასხვა სტილის ვარჯიშებს, იოგასა და პილატესის საუცხოო გაკვეთილებს. ხაზგასასმელია ისიც, რომ აღნიშნული