5 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო
5 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო

ეჭვი არავის ეპარება, რომ ბუტიკური ტიპის სასტუმროებზე ათასჯერ მაინც გსმენიათ, მაგრამ ჯერ კიდევ ფიქრობთ თუ რა ხდის მათ ასეთ განსაკუთრებულსა და ტრენდულს.

შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის რაღაც განსაკუთრებული, უნიკალური, რაც თქვენს გონებაში წარუშლელ კვალს დატოვებს. და მაინც, რა არის ამ სასტუმროს გამორჩეული თავისებურებები?

დიზაინი 

თუკი მხედველობაში ბუტიკური ტიპის სასტუმრო გაქვთ, დაივიწყეთ ტრადიციული ტიპის საცხოვრებელი, რადგან ასეთი სასტუმროები უახლესი, დახვეწილი დეტალებითა და თვალისმომჭრელი ინტერიერით გამოირჩევიან. ზოგიერთი მათგანი ემსახურება კონკრეტულ ცნებას და თითოეული უნიკალური პიროვნულობის მატარებელია. აშკარაა, რომ არც ერთი ბუტიკ-სასტუმრო არ ჰგავს ერთმანეთს, ადამიანების მსგავსად. აცით რატომ? რადგან ისინი თავის სტუმრებს სთავაზობენ ინდივიდუალიზებულ ყურადღებას, განსხვავებულ სტილსა და ინტიმურ ატმოსფეროს.

ზომა

ასეთი ტიპის სასტუმროები ჩვეულებრივ პატარა ზომისაა, 6 დან 100 ოთახამდე, რაც გეხმარებათ, თავი იგრძნოთ ისე, როგორც საკუთარ სახლში.

კულტურა

 ბუტიკური სასტუმროები ხშირად ადგილობრივ ან უცხოურ დეტალებს აერთიანებენ ფერების, ხელოვნების, მოდასა თუ სპორტის გამოყენებით. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ , თბილისში ეწვიოთ სასტუმრო და სპა ლიფერენტს, თავს მაშინვე პარიზში წარმოიდგენთ, რადგან ეს ადგილი ფრანგულ სტილშია გადაწყვეტილი ევროპული სტანდარტების დაცვით.

ადგილმდებარეობა 

ბუტიკური სასტუმროების უმრავლესობა მდებარეობს ქალაქის მდიდრულ და მოდურ უბნებში, სადაც ყველაფერს იპოვით, რაც გჭირდებათ, რესტორნების, ბარებისა და მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი მაღაზიების ჩათვლით. მაშინ როცა, ზოგიერთი ასეთი სასტუმრო კურორტულ ზონებშიცაა აშენებული და იქ ელის თავის სტუმრებს.

მომსახურება

საუკეთესო სერვისის შეთავაზება ყველაზე მნიშვნელოვანია ბუტიკური სასტუმროს მეპატრონეებისათვის. ბრწყინვალე ინტერიერთან და არაჩვეულებრივ საცხოვრებელ პირობებთან ერთად, გვთავაზობენ უმაღლესი ხარისხის გამასაჯანსაღებელ მომსახურებებს იმისათვის, რომ სტუმრები ჯანსაღი ცხოვრების სტილით დატკბნენ. რაც შეეხება რესტორნებს და კაფეებს, ისინი ტრენდულობითა და გემრიელი სამზარეულოთი იზიდავენ დამსვენებლებს. არ გამოტოვოთ შანსი დაუვიწყარი გახადოთ თქვენი მოგზაურობა! ეწვიეთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს და აღმოაჩინეთ თქვენი პიროვნული მახასიათებლები მის ინდივიდუალურ დიზაინში.

როგორც კი სხვა ქვეყანაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, შეეცადეთ ის საუკეთესო იყოს და ყველაფერი სწორედ შეარჩიეთ!