ჩვენს შესახებ

სასტუმრო და სპა ლიფერენთი იმ პროფესიონალ გუნდის მიერ შეიქმნა, რომელიც კონცენტრირებულია საუკეთესო სერვისის გაწევასა და განსხვავებული დამოკიდებულების გაზიარებაზე. სასტუმროს კონცეფციიდან გამომდინარე მომხმარებელს ისეთი დონის სერვისს ვთავაზობთ, როგორსაც თავად ვისურვებით. სასტუმრო და სპა ლიფერენთი საქართველოს ბაზარზე ინოვაციური და ტრენდული ბიზნეს მოდელით შემოვიდა. ჩვენ გთავაზობთ მაღალი კლასის ბუტიკურ სასტუმროს, რომელიც განსხვავებული მომსახურების  ხარისხითა და სწორად გათვლილი პრიორიტეტებით გამოირჩევა.  ვქმნით  ისეთ გარემოს, სადაც კომფორტი და სიმყუდროვე დასვენების ხარისხს განაპირობებს. ჩვენი სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში, აღნიშნული რაიონი განსაკუთრებული დაგეგმარებით, მაღალი დონის რესტორნებითა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მაღაზიებით გამოირჩევა. ჩვენ წარმატების კოეფიციენტს კმაყოფილი სტუმრების რაოდენობით ვითვლით.

სასტუმრო და სპა ლიფერენთი სასიამოვნო დასვენებას

გისურვებთ!

Login Form
Register Form